პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. პრემიერის განცხადებას, რომ საქართველოსთან მიმართებით ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია, ოპოზიციონერ დეპუტატთა ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
"გვეუბნებიან, რომ დიახ, თქვენ იმსახურებთ პერსპექტივას, რომ გახდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ასევე, ევროპულ საბჭოს ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მთელი რიგი დათქმებით ანუ ჩვენ შემთხვევაში პირიქით არის, რაც რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია. აქვე მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი გმირი ჯარისკაცების წინაშე, ვინც თავი შესწირა ევროატლანტიკურ იდეას. როგორც ჩანს, მაშინ არავის გახსენებია არც ჩვენი გეოგრაფია, არც განსხვავებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა და სიტუაცია. ჩვენ ჯარისკაცების რეკორდული რაოდენობა გავგზავნეთ ერაყში, ავღანეთში, კოსოვოში, ცენტრალურ აფრიკაში. ყველგან ღირსეულად ვიყავით წარმოდგენილი.
აქ იმყოფება გენერალი ჩაჩიბაია, 35-მა გმირმა სამხედრომ თავი შესწირა მსოფლიოში მშვიდობის იდეას, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლას, ნატოში, ევროკავშირში ინტეგრაციის იდეას, 500-მდე სამხედრო უმძიმესად არის დაჭრილი და დღეს ჩვენ რაზე ვსაუბრობთ? ამ ყველაფრის მიუხედავად, თურმე საქართველო უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ დღეს ომი არ არის საქართველოში? ეს როგორ გავიგოთ მეგობრებო?! პირდაპირ ითქვა, რომ უკრაინას სტატუსი მიეცა იმის გამო, რომ უკრაინა არის ომში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის ამ განცხადებას დეპუტატ თაკო ჩარკვიანის მხრიდან რეპლიკა მოჰყვა, რომელსაც პრემიერმა საპასუხო რეპლიკით უპასუხა: „წამალი ხომ არ სჭირდება ქალბატონ თაკოს? მიეცით, დაამშვიდეთ, გიჟია“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.