სალომე ზურაბიშვილმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა სალომე ზურაბიშვილმა სალომე ზურაბიშვილმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო ვეტო დაადო.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

„დღეს ვიყენებ ვეტოს, რომელიც ეხება მოსმენებს და მოსმენების გაფართოებას და ამდენად, ადამიანის უფლებების შეზღუდვას. ვიყენებ იმიტომ, რომ ეს უნად იყოს ნიშანი, რომ მე არ ვეთანხმები და ასე მიიღეთ. მე ვიცი, რომ იქნება დაძლეული და ეს არ შეცვლის შინაარსობრივად, მაგრამ ეს იქნება და ყოველ კანონზე, რომელიც ამ 6 თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, მე დავადებ ვეტოს. ეს არის უფრო პოლიტიკური ვეტო, ვიდრე სამართლებრივი“, - თქვა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.

7 ივნისს პარლამენტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა, 78 ხმით, 11-ის წინააღმდეგ.

 

კანონის მიღებას უარყოფითად აფასებდა როგორც ოპოზიცია, ისე არასამთავრობო სექტორი. უარყოფითი შეფასება გაუკეთა პარლამენტის გადაწყვეტილებას ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელიც. 

ჰარცელის აზრით, ახალმიღებული ცვლილებები ზღუდავს საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. როგორც ელჩი აღნიშნავს, ცვლილებების დამტკიცებამდე ევროკავშირმა საქართველოს პარლამენტს პროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა შესთავაზა, თუმცა მან ეს არ გაითვალისწინა.