პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ნაცმოძრაობა ჩვეულებრივად იტყუება, როგორც სჩვევიათ. 2008 წელს დაიწყო გამოძიება და 2008-დან 2012-მდე აბსოლუტურად არ უთანამშრომლია საქართველოს ხელისუფლებას სტრასბურგთან,” - განაცხადა პარლამენტის წევრმა სოზარ სუბარმა გადაცემა ,,იმედის Live”-ის ეთერში ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ჰააგაში ხელისუფლების დიდი ძალისხმევის შედეგად მიაღწიეს გამარჯვებას. მისი თქმით, სააკაშვილის ხელისუფლება არ თანამშრომლობდა საერთაშორისო სასამართლოებთან, რადგან მათ ეშინიდათ იმის გამო, რაც საქართველოს დააბრალეს, პასუხი არ ეგოთ.
,,2014-მდე თანამშრომლობა არ იყო ისეთი აქტიური, მაგრამ წამოვიდა ჰააგიდან ეჭვები, რომ საქართველო არ თანამშრომლობს, ე.ი საქართველოს აქვს რაღაცა დასამალი. რატომ არ თანამშრომლობთ, რა ხდება? რატომ არ თანამშრომლობდა წინა ხელისუფლება, თქვენ რატომ არ თანამშრომლობთ და გადაწყდა, რომ ძალიან აქტიურად გვეთანამშრომლა ფატუ ბენსუდასთან. მან გასწია უზარმაზარი სამუშაო. რომ არ გვეთანამშრომლა, ამ შემთხვევაში, შედეგი რა იქნებოდა, კაცმა არ იცის. გამოძიება მაინც გაგრძელდებოდა, რუსეთი არ შეწყვეტდა თანამშრომლობას. მან სტრასბურგთან მაშინ შეწყვიტა თანამშრომლობა, როდესაც მიხვდა, რომ ჩვენ ვიმარჯვებდით. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღმოჩნდებოდა, რომ საქართველო არ თანამშრომლობს, რუსეთი თანამშრომლობს. ისინი წარადგენდნენ, ყალბ თუ ნაღდ მტკიცებულებებს და დიდი შანსი იყო, რომ შეიძლება, ჩვენ არ გავმტყუნებულიყავით, მაგრამ ორმხრივი ბრალი ყოფილიყო. სისხლის სამართალი ხომ ასეთია. შეიძლება, ერთის დანაშაულიც გამოიკვეთოს და მეორისაც. მაგრამ, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენ დანაშაული არ მიგვიძღოდა. როდესაც არსებობდა, 1633 რეზოლუცია, როდესაც არსებობდა ტალიავინის დასკვნა, რომელიც, ასევე, იზეიმა მიხეილ სააკაშვილმა, თუ რა მაგარი დასკვნა დაიდოო, მაგრამ ამ დასკვნაში გაცილებით მეტი ეწერა, საქართველოს სასარგებლოდ, ვიდრე რუსეთის. როდესაც არსებობდა მიცემული ინტერვიუები, როგორც ტელევიზიებში და საერთაშორისო მედიაში, ასევე Human Rights - თვის მოცემული ინტერვიუ/ჩვენებები საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების, სერგი კაპანაძის, ბოკერიას მოადგილის. როდესაც ასეთი ინტერვიუები არსებობდა, სადაც ისინი აღიარებენ, რომ დიახ, ჩვენ ვიყენებდით კასეტურ ბომბებს და საერთაშორისო კონვენციით აკრძალულ იარაღს. ამ შემთხვევაში, გამოდის, რომ საქართველო იყო განიარაღებული, არ ქონდა ხელში არანაირი იარაღი საერთაშორისო სასამართლოზე და ჩვენ რომ არ დაგვეწყო თანამშრომლობა და არ წარგვედგინა მტკიცებულებები, წავაგებდით. რატომ არ ითანამშრომლა სააკაშვილმა 2015 წლამდე? იმიტომ რომ, ეშინოდა თავის მიერ საქართველოსთვის დაბრალებული თემებით. ისეთით, როგორიც არის, მაგალითად, კასეტური ბომბები და ა.შ. ამის გამო არ თანამშრომლობდა და დღეს უბრალოდ, იძულებულები არიან, მას შემდეგ, რაც ჩვენ გავიმარჯვეთ ერთმანეთს მიულოცონ. შეიძლება, მართლა აქვთ მისალოცი, იმიტომ რომ, რაც დააბრალეს საქართველოს, თუ სხვანაირი გადაწყვეტილება იქნებოდა, მოხდებოდა მათი გასამართლება,” - განაცხადა სუბარმა.