„შვილმა არ დამირეკა, არ მომილოცა, სამაგიეროდ...“ - რას წერს იუბილარი ცისნამი საყვარლიშვილი
1732656440
ციხეში, გინახავთ, თქვენ, მიშა სააკაშვილის დროს, ადამიანებს გვამებზე რომ აბამდნენ? იცით? ვისთვის გაცვდა? ჰოლოკოსტიც ხომ არ გაცვდა? იცით, ჰოლოკოსტი რა არის? არ იცით! - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ტელეკომპანია ,,ფორმულას” ჟურნალისტს, რომელმაც ოდიშარიას მიუთითა, რომ სააკაშვილის სისტემის დროს პატიმრების წამება იყო გაცვეთილი არგუმენტი.
როგორც ოდიშარიამ განაცხადა, არასდროს გაცვდება მიხეილ სააკაშვილის სისტემის მიერ ნაწამები ადამიანებისთვის ეს არგუმენტი, რომ იმ დროს, ციხეში პატიმრების წამება ხდებოდა. ,,სულხან მოლაშვილისთვის და გირგვლიანის ოჯახისთვის გაცვდა? რა არგუმენტი, გეკითხებით. დავინახე, რომ ქალბატონი დედა შებრძანდა ძალიან ბევრი პარკით, რათა მან განაცხადა, რომ აღარ სურდა მიირთვას პენიტენციურ სისტემაში მომზადებული საკვები და შეატანინეს რამდენიმე პარკი. რატომ მეკამათებით იმაზე, რასაც ორივე თვალით ვხედავ. თუ რამე იყო სასაცილო ამ ყველაფერში, თქვენი დამოკიდებულება ჩანს ამით მხოლოდ.
თქვენ გგონიათ, რომ ექიმები ხართ, ექსპერტები ხართ, ბრალმდებლები ხართ. დაახლოებით ათი კვირაა, ნაციონალური მოძრაობის გარე და შიდა სპიკერები, ენჯეობი და ეს ტელევიზიები, რომლებიც, ასევე პარტიაა, პირდაპირ ითხოვდნენ, რომ აჩვენეთ მიხეილ სააკაშვილი, გვაჩვენეთ საზოგადოებასო, მათ შორის, ნიშნის მოგებით ეუბნებოდნენ მინისტრს, რომ რა, არ გაქვთ კადრები, გაასაჯაროვეთო? აი, რომ გასაჯაროვდა, აღარ მოეწონათ. იმიტომ, რომ არ შეიძლება მედპერსონალს თავში ესროლო ქილა. ის კი იყო შეჩვეული, თავისი პოლიტიკური პარტიის წევრებს ბოულინგს რომ ეთამაშებოდა, სხვადასხვა ნივთებით, მაგრამ ეს ადამიანები უვლიან მას და არა აქვთ არანაირი ვალდებულება, რომ ითმინონ ამდენი,” - განაცხადა ოდიშარიამ.