რატომ გასაჯაროვდა მიხეილ სააკაშვილის კადრები - რატი ბრეგაძე მიზეზზე საუბრობს

ბრეგაძე

"აქ იყო ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და ლეგიტიმური მიზანი, რომ როდესაც ვინმე ბედავს და სახელმწიფოს აბრალებს, რომ თითქოსდა, სახელმწიფო არის მწამებელი და ადამიანის უფლებების დამრღვევი, ამ შემთხვევაში სახელმწიფო მოქმედებს გადაჭრით, დროულად და ადეკვატურად",- ამის შესახებ პარლამენტში "მინისტრის საათის" დასრულების შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

"როდესაც უნდა გამართულიყო პროცესი, იყო გარკვეული ტექნიკური ხარვეზი, გარდა ამისა, ჩვენმა წარმომადგენლებმა სულ რამდენიმე დღის წინ მიიღეს 5 000 გვერდზე მეტი მასალა, რომელსაც უნდა გაეცნონ, წაიკითხონ, მოამზადონ არგუმენტები. პროცესი გაიმართება 22 დეკემბერს. თითქოსდა მას ვინმემე წაართვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ეს იმთავითვე არის შეუსაბამო, იმიტომ, რომ პროცესი შესაძლებელი იყო ჩატარებულიყო უშუალოდ კლინიკაში, რაზეც მისი დაცვის მხარეც თქვენ ნახეთ, არ იყო თანახმა" ,- თქვა რატი ბრეგაძემ.