პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხს ეხმაურება. „მიხეილ სააკაშვილზე ისეთი დიამეტრულად განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება ხოლმე, რომ ადამიანები დაბნეულებიც კი არიან და სანდოობის ხარისხი დაბალია და სულ არ მიკვირს, ვიღაცას სჯერა მისი ცუდად ყოფნა, ვიღაცას არ სჯერა“ - აცხადებს მეუფე.
მისი თქმით, იგი მომავალ კვირაში მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავს.
„მე არცერთ პატიმარს არ ვურჩევ ციხეში სიკვდილს. სიკვდილი ამ წუთისოფელში ერთგვარი ბუნებრივი მოვლენაც არის, ყველანი წავალთ, მაგრამ არავის ვურჩევდი რა თქმა უნდა, რომ ეს მოხდეს იმაზე ადრე, ვიდრე ღმერთი განაგებს და ნუ ჩაერევით ღვთის განგებულებაში. რაც შეეხება უშუალოდ პრეზიდენტ სააკაშვილს, მოგეხსენებათ საერთოდ ისეთი დიამეტრულად განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება ხოლმე, რომ ადამიანები დაბნეულებიც კი არიან და სანდობის ხარისხი დაბალი არის და სულ არ მიკვირს ვიღაცას სჯერა მისი ცუდად ყოფნა, ვიღაცას არ სჯერა.
მე ექსპერტი არ ვარ, მაგრამ მომავალ კვირაში ვგეგმავ, პატიმრების მონახულებას, მათ შორის ბატონი მიხეილს სააკაშვილისა და ალბათ, რეალურად ყოველგვარი მონტაჟის გარეშე ვნახავ ამ პიროვნებას და უფრო რეალური სურათი შეიქმნება ჩემთვის მისი მდგომარეობის შესახებ,“- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.მეუფე გრიგოლს მიაჩნია,რომ ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს სრული მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს“ - ამბობს მეუფე.