„გვჯერა, რომ მზად ხართ კანდიდატობისთვის, უნგრეთის ხმის იმედი გქონდეთ“ - ანა მარია შიკო

ანა მარია შიკო

„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო უკვე კარგადაა მომზადებული, ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ მზად ხართ კანდიდატობისთვის და ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე გახდებით ევროკავშირის წევრი“, - ამის შესახებ უნგრეთის ელჩმა საქართველოში, ანა მარია შიკომ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„ივნისში, სამწუხაროდ, რამდენიმე ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ საქართველო არ იყო მზად კანდიდატის სტატუსისთვის, მაგრამ საქართველოს მისცეს ევროპული პერსპექტივა. ეს უკვე დიდი ნაბიჯია წევრობისკენ. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო უკვე კარგადაა მომზადებული. გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, საჭიროა, მაგრამ საქართველო სწორ გზაზე დგას. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ მზად ხართ კანდიდატობისთვის და ვიმედოვნებთ, რომ გახდებით წევრები ძალიან მალე. შეგიძლიათ, გქონდეთ უნგრეთის ხმის იმედი“, – აცხადებს უნგრეთის ელჩი.