გიორგი ვოლსკი: რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი ევროპარლამენტარი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, რასაკვირველია ასრულებს რუსეთის გეგმას

ვოლსკი

რუსეთს სწორედ ის უნდა, რომ ამ სიტუაციაში გაიძლიეროს პოზიციები, რომ ნატოს თუ ევროკავშირის გაფართოება აღმოსავლეთ მიმართულებით შეწყდეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს, ომის პარტიის მხარდამჭერები ასრულებენ იმ გეგმას, რაც რუსეთს უნდა.

„2008 წლის ომის შემდეგ, კონდოლიზა რაისი მიხეილ სააკაშვილზე წერს: დასავლეთს აგინა ისეთი სიტყვებით, მე მას ხმაც აღარ გავეცი, ჩავჯექი მანქანაში და წამოვედი [ციტირებას ვაკეთებ]. აქედან გამომდინარე, ეს სიტუაცია: დასავლეთის მიმართ გალაშქრების, ასე შეფასება, როგორც კონდოლიზამ შეაფასა, იმ ვითარებაში, როდესაც ეს ომი უკვე მოხდა, როდესაც სააკაშვილმა ყველანაირი დასავლური მხარდაჭერა გადახია, გადააგდო და ისეთ მდგომარეობაში შევიდა, სადაც რუსეთს სამხრეთ კავკასიაში უპირატესობა მოაპოვებინა და ჩვენი ბიჭები დაიხოცნენ - ეს ომის თემაა, შემდგარი ფაქტია და დღეს, ვიღაცას უნდა, რომ ამ ცეცხლის ალში ახლიდან გაგვხვიოს.

ეს ადამიანები ყოველდღე ტელევიზიით გამოდიან, ყველგან კომენტარს აკეთებენ და თავის პოზიციას არ მალავენ. მათი მხარდამჭერი ევროპარლამენტარი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, რასაკვირველია ასრულებს იმ გეგმას, რაც რუსეთს უნდა. რუსეთს სწორედ ის უნდა, რომ ამ სიტუაციაში გაიძლიეროს პოზიციები, რომ ნატოს თუ ევროკავშირის გაფართოება აღმოსავლეთ მიმართულებით შეწყდეს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.