არა მხოლოდ მზის დაბნელება: რატომ გახდება 2026 წლის 12 აგვისტო წლის მთავარი ასტრონომიული დღე
1786480007
"პოლიტიკური „ტრიუკები“ ჩვენ არ გვჩვევია. პოლიტიკურ „ტრიუკებზე“ ისინი ლაპარაკობენ, ვისაც ეს სჩვევია და ვისთვისაც წარმოუდგენელია, რომ კონსპირაციების გარეშე არაფერი ხდება", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ მმართველი გუნდის შემადგენლობიდან სამი დეპუტატის გასვლის თაობაზე განაცხადა.
„სამი ადამიანი უმრავლესობიდან წავიდა. მათ თანამდებობები დატოვეს იმისთვის, რომ გარკვეულ საკითხებზე ვერ შევთანხმდით. არ მიმაჩნია, რომ შიდა პოლიტიკური სამზარეულოს თემები გარეთ უნდა გამოვიტანოთ. რაც საჭიროა და რაც მნიშვნელოვანია, საჯაროდ საუბრისგან თავი არ შეგვიკავებია. არ მგონია, რომ „ნაცმოძრაობას" დაეჯერება, როცა პოლიტიკაში „ტრიუკებსა“ და უზნეობაზე ლაპარაკობენ. ამის იქეთ საკითხზე კომენტარს არ ვაკეთებ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.