წვეულებაზე სტუმრად მისული კაცი საკუთარ ქორწილში აღმოჩნდა - ნახეთ, რა მოხდა კრეტაზე

berdz

ახლობლის ბავშვის ნათლობის წვეულებაზე სტუმრად წასულმა კაცმა აღმოაჩინა, რომ საკუთარ ქორწილში აღმოჩნდა. 

მოულოდნელი სიურპრიზი სიძეს მეუღლემ მოუმზადა. ამის შესახებ ბერძნული მედია ინფორმაციას აქვეყნებს. 

საბერძნეთში კერძოდ კუნძულ კრეტაზე, ქალმა მეუღლეს რომელთაც დიდი ხანია უკვე სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფება, სრულიად მოულოდნელი სიურპრიზი მოუმზადა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ტურიზმის ინდუსტრიაში მოღვაწე ბიზნესმენს მანოლის მანატაკისს მისმა მეუღლემ ჯულია ვრონტაკიმ აცნობა, რომ შაბათს, ნაშუადღევს ბავშვი უნდა მოენათლა.

ქალმა მეუღლეს შეატყობინა, რომ ნათლობის ღონისძიების მიზეზების გამო თავად ეკლესიაში ადრე უნდა მისულიყო და მეუღლეს იქ დახვდებოდა. ასეც მოხდა და ეკლესიაში მოგვიანებით მისულ მანოლის მეუღლე საპატარძლო კაბაში გამოწყობილი დახვდა, რომელმაც მას ხელები გაუწოდა და ასე მიმართა:

"ჩემო სიყვარულო, კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს ქორწილში!" 

აღსანიშნავია, რომ მოახლოებული ქორწილის შესახებ ყველამ იცოდა, გარდა სიძისა, რომლისთვისაც საკუთარი ქორწილი ბოლო წუთამდე სიურპრიზად დარჩა. ეკლესიაში შეკრებილი ყველა სტუმარი, ტელეფონებში ჩართული კამერებით მოუთმენლად ელოდა საქმროს გამოჩენას...