რა ჩანს კადრებში, რომელსაც სუსი ავრცელებს - დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე
1740034248
ეს პროგრამები, რასაც აცხადებს თვითონ ამერიკული მხარე, ხშირ შემთხვევაში გამოიყენებოდა არა იმ მიზნით, რაც იყო მისი გაცხადებული ფორმალური მიზანი, არა საარჩევნო რეფორმების გაუმჯობესებისთვის, არამედ საარჩევნო სისტემების ძირის გამოთხრისთვის, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოში USAID-ის საარჩევნო პროექტების დახურვასთან დაკავშირებით საუბრისას.
„ჩვენთვის, რა თქმა უნდა მისასალმებელია ეს პროცესი და იმათაც, ვინც ამ პროცესებში იყვნენ ჩართული იქნებ ახლა დადგა იმის დრო, რომ გაიაზრონ და გადააფასონ თავიანთი ქმედებები, რომლებიც ნებსით თუ უნებლიეთ, ძირს უთხრიდნენ საქართველოს დემოკრატიას“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.