იურისტის განმარტება დაგროვებითი პენსიის შესახებ
1769977955
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საჯარო სამსახურებში საკადრო პოლიტიკაზე. მან ხაზი გაუსვა, რომ შეუფერებელი კადრების რისკფაქტორი ინიღბება რეკომენდატორებით, სწორედ ამიტომ უნდა გაიზარდოს მათი პასუხისმგებლობაც.
„რეკომენდატორების პასუხისმგებლობაც უნდა გაიზარდოს, რომ შეუსაბამო კადრებს რეკომენდაციას პასუხისმგებლობის გარეშე არ უწევდნენ,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მან თქვა, რომ საქართველო არაერთი გამოწვევის წინაშეა და „ხალხის ძალა“ მხარდაჭერასთან ერთად, საჭირო დროს, წინააღმდეგობასაც აჩვენებს მმართველი გუნდის მისამართით.
„გუნდის შიგნით, არაერთხელ გვისაუბრია ჩვენს სავალალო საკადრო პოლიტიკაზეც, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება. სამშობლოს ერთგული მხარდამჭერები, რომელთა მობილიზება 2012 წელს მოხდა, თანდათან თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და მათი რესურსი დაუმსახურებლად განიავდა. ზოგი შეურაცხყოფილიც დარჩა, ზოგი აღარც არის. დღეს, ხშირად, საჯარო სამსახურებში, უპირატეს მდგომარეობაში ის ხალხია, ვინც „ფეხის დადების" შანსს ყოველწუთიერად ელოდება. უფრო მეტიც, ასეთი ხალხი, ზოგჯერ, პოლიტიკურ თანამდებობებსაც კი იკავებს. მათი რისკფაქტორი ზოგჯერ პირადი ნაცნობობით ინიღბება. ეს უნდა დასრულდეს. ასეთ კადრებს სიკეთე არასოდეს მოაქვს. ამ მხრივ შეცდომები ვნახეთ წარსულშიც და ვუყურებთ დღესაც. რეკომენდატორების პასუხისმგებლობაც უნდა გაიზარდოს, რომ შეუსაბამო კადრებს რეკომენდაციას პასუხისმგებლობის გარეშე არ უწევდნენ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.