ოქროზე ფასი შეიცვალა - უახლესი მონაცემები

ოქრო

მსოფლიოში ოქროსა და ვერცხლის ფასები კლებას განაგრძობს. GoldPrice-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 638 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 5.21%-ით კლებაზე მიუთითებს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 78.83 დოლარი ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში 7.64%-ით მომატებული ფასია.

ოქროსა და ვერცხლის ღირებულება შემცირებულია საქართველოშიც. უფრო კონკრეტულად, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი 431 ლარია, როცა გასულ კვირას გრამის ღირებულებამ 480 ლარს მიაღწია, 750-სინჯიანი - 323 ლარი ღირს (რამდენიმე დღის წინ 361 ლარი), ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი 252 ლარს შეადგენს (წინა კვირას 281 ლარი).

რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 8.93 ლარია (გასულ კვირას 10.77 ლარი), ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 7.15 ლარად არის შესაძლებელი, მაშინ, როცა რამდენიმე დღის წინ 1 გრამის შეძენა 8.61 ლარად იყო შესაძლებელი.