ლევან მაჭავარიანი: არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის დონორები, რომლებიც თავს არიდებენ მთავრობასთან გრანტის შეთანხმებას, ისეთ საქმიანობას აფინანსებენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება

ლევან მაჭავარიანი

არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის დონორები, რომლებიც თავს არიდებენ მთავრობასთან გრანტის შეთანხმებას, ისეთ საქმიანობას აფინანსებენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „ქრონიკასთან“.

დეპუტატმა ე.წ. გრანტების კანონთან დაკავშირებით ისაუბრა.

„პრობლემა არის მხოლოდ დონორებში. არაფერი გართულებულა გარდა იმისა, რომ გამჭვირვალე უნდა გამხდარიყო მათი დაფინანსება და შეეთანხმებინათ მთავრობასთან. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის დონორები, რომლებიც თავს არიდებენ მთავრობასთან გრანტის შეთანხმებას, ისეთ საქმიანობას აფინანსებენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება და სწორედ ამიტომ ცდილობენ, რომ არ მიიღონ მონაწილეობა გრანტების გაცემაში“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გრანტების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ. ცვლილებებით ზუსტდება გრანტის განმარტება, წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და დასჯადი ხდება გარე ლობიზმი.