„ცეცხლი ბაზრის ტერიტორიაზე ვრცელდება“ - მასშტაბური ხანძარი თეირანში

ხანძარი

ირანის დედაქალაქში მასშტაბური ხანძარია - ცეცხლი თეირანის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ბაზრის ტერიტორიაზე ვრცელდება.

მედიის ცნობით, ტერიტორია, სადაც ხანძარი გაჩნდა, სავსეა დახლებითა და მაღაზიებით. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

"ხანძარი იმდენად მასშტაბურია, რომ თეირანის სხვადასხვა კუთხიდანაც კი ჩანს", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ადგილზე მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული.