მასშტაბური სპეცოპერაციის დეტალები - დაკავებულია 45 პირი, მათ შორის სამი ე.წ. კანონიერი ქურდი

სპეცოპერაცია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს, - ამის შესახებ, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა განაცხადა.

ვაჟა სირაძის თქმით, კიდევ 15 პირს ბრალი წარედგინება (ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი - დაუსწრებლად). მათ შორის სამი ე.წ. კანონიერი ქურდია.