სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

სასაზღვრო პოლიცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, დაბა ბაკურიანში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ო.ი. დააკავეს.

პირი თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა წითელი ცირკულარით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, სამი პირის განზრახ მკვლელობისა და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე.

დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.