დიეტოლოგებს კი არა, სერიოზულ ფსიქოლოგებს ჰყავთ გასასინჯი - ალეკო ელისაშვილი სააკაშვილზე

ალეკო ელისაშვილი

„მიხეილ სააკაშვილს ისეთი პასაჟები ჰქონდა, ის მარტო დიეტოლოგებს კი არა, სერიოზულ ფსიქოლოგებს ჰყავთ გასასინჯი, ამას არ ვამბობ დაცინვით, როგორც ჩანს, ციხე მასზე კარგად ვერ მოქმედებს“,  - ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა სააკაშვილმა ჩემზე. გამიჩნდა შთაბეჭდილება, რომ მასზე ძალიან მძიმედ მოქმედებს ციხე და ის პერსპექტივა, რომ კარგა ხანს ციხიდან ვერ გამოვა. როგორც ჩანს, ეს მძიმედ მოქმედებს მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ზოგჯერ მეშინოდა კიდეც გულწრფელად, მართლა ჯანმრთელად არის თუ არა ფსიქიკურად, ისეთი პასაჟები ჰქონდა, ვფიქრობდი, რომ მარტო დიეტოლოგებს კი არა, სერიოზულ ფსიქოლოგებს ჰყავთ გასასინჯი. ამას არ ვამბობ დაცინვით, როგორც ჩანს, ციხე მასზე კარგად ვერ მოქმედებს“, - განაცხადა ელისაშვილმა.