დავით ქართველიშვილი ხოშტარიაზე: ლЯკას ლოგიკაში მინიმუმ 18 სახელმწიფო გავატარე და იქ ყველგან უნდა შეიცვალოს მთავრობა, თუ მხოლოდ ჩვენთან?

davit qartvelishvili

,,ისრაელმა უარი განაცხადა რუსეთთან მიმართებაში სანქციების მხარდაჭერაზე. ზუსტად არ ვიცი - ეს "ხისტად" გააკეთა, "ჰავანაგილას" ფონზე თუ ლექსად - ფაქტი ფაქტად რჩება.” - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ელენე ხოშტარიას მოთხოვნას მთავრობის გადადგომის შესახებ. 

,,გუშინ დილით RTVi-ზე მოვისმინე და მომეწონა: წუხელო, ისე, რომც არავინ არაფერს ეკითხებოდა, რუსეთის ელჩმა ისრაელში მოულოდნელი განცხადება გააკეთა - "რა კარგია მაინც, რომ რუსეთი პალესტინის ავტონომიის საკითხებში, ისრაელის ცენტრალური ხელისუფლების მხარეზეა. როგორ შეიძლება ამ მწვავე დაპირისპირებაში, ვიღაცა რომ იარაღით ამარაგებს პალესტინელებს".

იმავე დღის საღამოს - ისრაელმა უარი განაცხადა რუსეთთან მიმართებაში სანქციების მხარდაჭერაზე. ზუსტად არ ვიცი - ეს "ხისტად" გააკეთა, "ჰავანაგილას" ფონზე თუ ლექსად - ფაქტი ფაქტად რჩება. ახლა..."მგიმიშნიცაზე" უკეთ, ან ზოგადად დიპლომატიის, ან კერძოდ რუსეთის დიპლომატიის ენა ვინ იცის საქართველოში? ალბათ გრიშა ვაშაძემ - მაგრამ ის დუმს, ამას კი "შვიშტოკი" ვერ გამოუღეს პირიდან: "მთავრობა, რომელიც უკრაინის გვერდზე არ დგას - უნდა შეიცვალოს!". ლЯკას ლოგიკაში მინიმუმ 18 სახელმწიფო გავატარე და...იქ ყველგან უნდა შეიცვალოს მთავრობა, თუ მხოლოდ ჩვენთან?” - წერს ქართველიშვილი facebook - ზე.