1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
დასხდნენ „ტოპ ტვინები“, იმსჯელეს დღეების განმავლობაში და მოტვინეს, რომ მოდი ფარულობაზე გავაკეთოთ რეაგირება, რადგან მელანი [ბიულეტენის] უკან ჩანდა ხშირ შემთხვევაშიო. სხვა ვერაფერი მოიფიქრეს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესებზე, სადაც ხმის ფარულობასთან დაკავშირებით მსჯელობენ.
„მოდით ყურადღება მივაქციოთ იმას, რაზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, რა საჩივრებია. საარჩევნო დღეს ვერავინ, დღევანდელმა საჩივრის ავტორებმაც კი [საია-მ] ფარულობის პრობლემა ვერ დაინახეს. 2 მილიონ 70 ათასი ადამიანი ისე მივიდა საარჩევნო უბანზე და დაბრუნდა უკან, მათმა წარმომადგენლებმა, დამკვირვებლებმა მათ შორის, რომელთა რაოდენობა 25 ათასი იყო, ისე ჩაამთავრეს დღე, რომ საჩივარი, პრეტენზია, აღქმა, როგორც მათ უყვართ თქმა - ფარულობასთან დაკავშირებით პრობლემაზე არ ჰქონიათ. შემდეგ დასხდნენ „ტოპ ტვინები“, იმსჯელეს დღეების განმავლობაში და მოტვინეს, რომ მოდი ფარულობაზე გავაკეთოთ რეაგირება, რადგან მელანი [ბიულეტენის] უკან ჩანდა ხშირ შემთხვევაშიო. სხვა ვერაფერი მოიფიქრეს.
ერთი სიგიჟე შესთავაზეს საზოგადოებას, რომ ორ მილიონში სამასი ათასი ხმა ჩაყარესო. სამი ათასის მტკიცება რომ დაეწყოთ, ამაზე შესაძლოა საღად ეფიქრა ადამიანს, მაგრამ მტკიცება რომ დაიწყეს სამასი ათასიო, თავადაც მიხვდნენ, რომ ამის მტკიცება, როდესაც ერთი რეალური ფაქტიც კი არ ჰქონდათ, შეუძლებელი იყო. ვიღაცისთვის შესაძლოა ფორმალურად დაეჯერებინათ, თუმცა მიხვდნენ, რომ სხვა საჩივრების დაწერა იყო აუცილებელი და დაიწერა საჩივრები ფარულობაზე.
ის მოსამართლე, რომელმაც დაარღვია სამოსამართლო ეთიკის ყველანაირი ზღვარი, ნორმა, გუშინ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი არხის ეთერში დაჯდა, ინტერვიუები მისცა, მოსამართლის ჩარჩოებიდან აბსოლუტურად გავიდა. ამ მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ როდესაც ის იყო არჩევნებზე და მერე რომ გაჩნდა აღქმა და „ფეიკ კამპანიები“, ამ კამპანიაში შეყოლილიყო და ექსპერიმენტი ატარა. თურმე იქ წამის მეასედის სიზუსტით რომ შედის აპარატში ფურცელი, თვალი შეიძლება მოკრას [ვინმემ არჩევანს] თეორიულად და ეს არის ფარულობის დარღვევა. ან მოლდოვის საარჩევნო ყუთებს შეხედონ, ან სხვა ჩვენი მეგობარი ქვეყნების. იქ თუ რაღაც უკან ჩანს, მას აზღვევს კონვერტი, 10-ჯერ სქელი და თუ სწორად მოათავსებ, ფარულობის პრობლემა არ არის“, - აღნიშნა მდინარაძემ.