პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"ჩვენ ვცხოვრობთ რუსულ ჯართან ერთად. ამ ვითარებაში, როდესაც სიტუაცია ძალიან არაპროგნოზირებადი და მოწყვლადია მთელი რეგიონისა და ევროპის მასშტაბით, აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარი იყო ის ანტისახელმწიფოებრივი აქციები, რომელიც იმართებოდა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„სამწუხარო რეალობაა ის, რომ მსოფლიოში, არცერთ ქვეყანაში, ისეთ ვითარებაში, რომელიც ახლა უკრაინაშია ანუ რუსეთ-უკრაინის ომის დროს, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ გამართულა საპროტესტო აქციები და არ მოუთხოვიათ მთავრობის გადადგომა. მითუმეტეს, ჩვენი სიტუაცია არის განსაკუთრებული და უნიკალური. რას ვგულისხმობ? ჩვენ ვართ ოკუპირებული, ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და რუსის ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ ვცხოვრობთ რუსულ ჯართან ერთად. ამ დროს, ამ ვითარებაში, როდესაც სიტუაცია ძალიან არაპროგნოზირებადი და მოწყვლადია მთელი რეგიონისა და ევროპის მასშტაბით, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარი იყო ის ანტისახელმწიფოებრივი აქციები, რომელიც იმართებოდა.
აქვე მინდა ვთქვა, რა თქმა უნდა, პირადად ჩემთვის, მოქალაქისთვის აბსოლუტურად მიუღებელია აღნიშნული. სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ ეს იმ ძალების მიერ იყო ორგანიზებული, რომლებიც უკვე წლებია ატარებენ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ პოლიტიკას. ეს არის მოღალატეობრივი პოლიტიკა, ეს არის მეხუთე კოლონა, ეს არის შულავერის კომიტეტი, რომელიც საქართველოში მოქმედებს. ამიტომ ამას ჩვენ არ დავუშვებთ და ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის, მოსახლეობის ინტერესს ბოლომდე დავიცავთ“. - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.