პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში დაღუპული ქართველების გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახებს უსამძიმრებს.
როგორც პრემიერი ამბობს, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რომ ისინი სამშობლოში გადმოასვენონ.
„მინდა სამძიმარი გამოვუცხადო საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს. სამი სამხედრო გარდაიცვალა ამ ომის დროს. ჩემი ინფორმაციით, ისინი იბრძოდნენ ჯერ კიდევ აფხაზეთის ომში, ასევე აგვისტოს ომში. სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოხდეს მათი გადმოსვენება საქართველოში.
აქვე, ვუერთდები მსოფლიო ლიდერების მოწოდებას საკუთარი მოქალაქეების მიმართ და მინდა ვთქვა, რომ თითოეული მოქალაქე ჩვენთვის არის ძალიან ძვირფასი. ჩვენ შეგვიძლია როგორც ადრე, გამოვხატოთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ასობით ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ. უპრეცედენტო იყო დახმარება. საჭირო არის, რომ ეს ჰუმანიტარული დახმარების პროცესი გაგრძელდეს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, უკრაინაში, ომში 3 ქართველი სამხედრო გარდაიცვალა.