ბიძინა გიორგობიანი: სუფთა ფურცლიდან რანაირად დავიწყებთ ურთიერთობას ან ევროკავშირთან, ან აშშ-სთან?! ერთმა კანდიდატის სტატუსი პოლიტიკური ტერორისთვის გამოიყენა და მეორემ ცალმხრივად გააუქმა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება

ბიზინა გიორგობიანი

სუფთა ფურცლიდან რანაირად დავიწყებთ ურთიერთობას ან ევროკავშირთან, ან აშშ-სთან?! - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა „დღის ქრონიკაში“.

მან საქართველოსა და საერთაშორისო პარტნიორების მომავალ ურთიერთობებთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ხელისუფლება მაინც ინარჩუნებს იმ ხაზს, რასაც ჩვენ ძალიან სკეპტიკურად ვუყურებთ. სუფთა ფურცლიდან რანაირად დავიწყებთ ურთიერთობას ან ევროკავშირთან, ან აშშ-სთან?! ერთმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მისცა და მერე ეს საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა შანტაჟის, ზეწოლის და პოლიტიკური ტერორისთვის და მეორემ ცალმხრივად გააუქმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება. საქართველოს წინააღმდეგ რამდენიმე წელია პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს როგორც ბრიუსელიდან, ისე აშშ-დან. საბედნიეროდ, ტრამპის ადმინისტრაციისგან არ გვახსოვს ისეთი ისტორიები, რასაც კადრულობდნენ ბაიდენის ადმინისტრაციიდან, როდესაც ყოველკვირეულ ბრიფინგებს უძღვნიდნენ საქართველოს. პირველ რიგში ორიენტაცია გვჭირდება საკუთარ თავსა და უახლოეს მეზობლებზე. მხოლოდ ამის შემდეგ განისაზღვრება ის პრიორიტეტები, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ან ბრიუსელს, ან ვაშინგტონს, ან სხვა რომელიმე დედამიწის ზურგზე მყოფ სახელმწიფოს“, - აღნიშნა გიორგობიანმა.