1773942314
ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ პროკურატურას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმართავს და ზარალის ანაზღაურებისთვის მზად არის
ადვოკატის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მზად არის, ზიანი აანაზღაუროს. ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დღეს პროკურატურას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმართავს.
ბურჭულაძეს, საერთო ჯამში, 1 593 000 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეები გამოიკითხნენ.










