ტრამპი: ეს იყო გამოცდა ნატოსთვის, ეს იყო შემოწმება იმისა, დაგვეხმარებოდით თუ არა - ჩვენ ამას დავიმახსოვრებთ

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატოს მოკავშირეების მიმართ მკაცრი განცხადება გააკეთა და ირანთან დაკავშირებულ ვითარებაში მათი პასიურობა გააკრიტიკა.

პრეზიდენტის თქმით, ეს პროცესი ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის ერთგვარი გამოცდა იყო.

„ეს იყო გამოცდა ნატოსთვის. ეს იყო შემოწმება იმისა, დაგვეხმარებოდით თუ არა. თქვენ ეს არ გევალებოდათ, მაგრამ თუ არ დაგვეხმარეთ, ჩვენ ამას დავიმახსოვრებთ.

უბრალოდ დაიმახსოვრეთ ეს - რამდენიმე თვეში. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. არსებობს ასეთი გამოთქმა: „არასოდეს დაივიწყო“. თქვენ ეს არასოდეს უნდა დაივიწყოთ“, - აღნიშნა ტრამპმა.