ირანელმა მომლაპარაკებლებმა განაცხადეს, რომ საკმარისი გამდიდრებული ურანი გააჩნიათ 11 ატომური ბომბის დასამზადებლად, ვუთხარით, რომ კვლავ მცდარი გათვლები არ გააკეთონ - სტივ უიტკოფი

სტივ უიტკოფი

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებების დაწყებისთანავე „სავსებით გასაგები გახდა“, რომ ისინი ვაშინგტონის მიზნების შესაბამის გარიგებას არ დათანხმდებოდნენ.

უიტკოფის თქმით, ირანელმა მომლაპარაკებლებმა აშშ-ს განუცხადეს, რომ მათ საკმარისი რაოდენობის გამდიდრებული ურანი გააჩნიათ 11 ატომური ბომბის დასამზადებლად.

სტივ უიტკოფმა ასევე დაადასტურა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანს სამშვიდობო შეთანხმების სახით 15-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა.

„ბოლოს ირანს ერთი რამ ვუთხარით: კვლავ მცდარი გათვლები არ გააკეთოთ“, – აღნიშნა სტივ უიტკოფმა თეთრ სახლში კაბინეტის სხდომაზე.