„4 გოგო და + ბიჭი...“ - ვინ არის წყვილი, რომლის ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი ნახვა აქვს
1734101460
მათ არ შეუძლიათ სიმართლეს თვალი გაუსწორონ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, არჩევნებში დამარცხდნენ და ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს თავიანთი მარცხი საკუთარ თავს კი არ დააბრალონ, არამედ პრობლემა ნახონ ცესკოში, კანონმდებლობაში, გაჟონილ მელანში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკასთან“ რადიკალური ოპოზიციის ქმედებების შეფასებისას.
„ათას ტყუილს იგონებენ და ამ ტყუილებზე ცდილობენ თვითონვე გაბრაზდნენ, მაგრამ ერთადერთი ვინც ბრაზდება ისევ თავიანთი ამომრჩეველია, რომელიც ელოდა, რომ გეგმა დაისახებოდა, გეგმის სახით კი მივიღეთ ორი ნათქვამი - ერთი რომ მათი გეგმა ბატონი ხაზარაძე ყოფილა, მეორე კი ის, რომ რუსული რუბლების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის, რასაც ვეთანხმებით და შესაძლებელია, რომ მათ ელენე ხოშტარიას მოუწყონ აქციები, რადგან ერთადერთი ადამიანი, რომელსაც რუსული რუბლებით შეუძლია ქართულ პოლიტიკაში ისულდგმულოს, ელენე ხოშტარიაა“, - აღნიშნა გორდულაძემ.
ამასთან, უმრავლესობის დეპუტატმა კომენტარი გააკეთა აშშ-ში გამართული არჩევნების შედეგებზე და აღნიშნა, რომ აშშ-ში, ისევე როგორც საქართველოში ტრადიციულმა ღირებულებებმა და მშვიდობამ გაიმარჯვა.
„რა თქმა უნდა აშშ-ს არჩევნები გავლენას ახდენს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. აშშ ჩვენთვის უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სიხარულს, გამომდინარე იქიდან, რომ ტრადიციულმა ღირებულებებმა და მშვიდობამ გაიმარჯვა აშშ-ის არჩევნებში ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის არჩევნებში“, - განაცხადა გორდულაძემ.