არაერთხელ ვნახეთ დაფინანსება არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც წესით, მაგალითად ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე უნდა მუშაობდნენ. ამის ნაცვლად ვიხილეთ მოლოტოვის კოქტეილებს როგორ ისროდნენ - ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი

არაერთხელ ვნახეთ დაფინანსება არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც წესით, მაგალითად ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე უნდა მუშაობდნენ, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

მისი თქმით, ამის ნაცვლად ვიხილეთ მოლოტოვის კოქტეილებს როგორ ისროდნენ საქართველოს პარლამენტის წინ.

„მაგალითად, საქართველომ გადაწყვიტოს სადღაც, თუნდაც დიდ ბრიტანეთში სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსება, რომელიც შემდეგ აღმოჩნდება, რომ გამოყენებული იყო ვესტმისტერზე თავდასხმისთვის, რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს დიდ ბრიტანეთს ან ნებისმიერ თავმოყვარე ქვეყანას.

ჩვენ ვნახეთ არაერთხელ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც წესით, მაგალითად ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე უნდა მუშაობდნენ და ამის ნაცვლად ჩვენ ვიხილეთ ისინი მოლოტოვის კოქტეილებს როგორ ისროდნენ საქართველოს პარლამენტის წინ“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოში მუნიციპალური არჩევნების წინ საგრანტო პროგრამას აცხადებს, რათა „ხელი შეუწყოს 2025 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საქართველოს მუნიციპალური არჩევნების ეფექტურად ჩატარებას“.