შალვა პაპუაშვილი „მშვიდობიან დამხობაზე“: მოხდება ერთი ძალადობის ფაქტიც და ეს იქნება სრულად, პოლიტიკურად გაზიარებული ბრიუსელის მხრიდან - ეს თუ მოხდა, ამაზე ძალიან ხმამაღლა ვისაუბრებთ და შესაბამის პოლიტიკურ პასუხსაც მოვთხოვთ მათ

შალვა პაპუაშვილი

მოხდება ერთი ძალადობის ფაქტიც და ეს იქნება სრულად, პოლიტიკურად გაზიარებული ბრიუსელის მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბერს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ „მშვიდობიან რევოლუციასთან“ დაკავშირებით.

„სასოწარკვეთის ყველაზე დიდი საფრთხე ეს არის, რომ სასოწარკვეთილი ჯგუფი შეიძლება წავიდეს არაპროგნოზირებად ნაბიჯებზე და ეს არის ის სამწუხარო მომენტი, რაც წახალისებულია ბრიუსელის მხრიდან. ბრიუსელის პრესსპიკერმა თვისი განცხადებით გაიზიარა პასუხისმგებლობა შესაძლო ძალადობაზე, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ორგანიზებული ღონისძიებიდან - 4 ოქტომბერს შეიძლება მოხდეს.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ არიან მონაწილეები, და ეს „ნაცმოძრაობაა“ მისი ორგანიზებული ღონისძიებით და ასევე უნდა ვიცოდეთ ვინ ახალისებდა ამ ყველაფერს და ბრიუსელი ამჯერად პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. პირდაპირ გაზიარებული აქვს პასუხისმგებლობა. მოხდება ერთი ძალადობის ფაქტიც და ეს იქნება სრულად, პოლიტიკურად გაზიარებული ბრიუსელის მხრიდან. ეს თუ მოხდა, ამაზე ძალიან ხმამაღლა ვისაუბრებთ და შესაბამის პოლიტიკურ პასუხსაც მოვთხოვთ მათ.

2028 წლამდე საქართველოს ექნება შესაძლებლობა სრულად კონცენტრირდეს ქვეყნის განვითარებაზე. 4-ში ნამდვილად დასრულდება ის ძალადობრივი ატმოსფერო, რომელსაც ქმნის დღეს რადიკალური ოპოზიცია და უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“. 4-ში ქართველი ხალხი გამოვა და საკუთარი არჩევანით დაასრულებს იმ ძალადობრივ ატმოსფეროს, რომელსაც ცდილობენ თავს მოგვახვიონ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.