ზელენსკი - ველოდებით ცეცხლის შეწყვეტას და პირადად დაველოდები პუტინს თურქეთში
1746984431
სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იგი საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი იქნება.
როგორც გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, პრემიერ-მინისტრობის არანაირი სურვილი არ აქვს და თუკი ვინმე მსგავს რამეს შესთავაზებს, მისი პასუხი იქნება - არა.
„მე ჩემი ვადა მაქვს, რომელიც უნდა ჩავამთავრო, არ ვაპირებ პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას, მათ შორის პრემიერ-მინისტრის ან ნებისმიერი მინისტრის რანგში. მე ვიცი რასაც ვაკეთებ, რა რეფორმებიც მაქვს დაწყებული და პრაქტიკულად გამოვრიცხავ რაიმე იმაზე დიდ თანამდებობას, ვიდრე მიკავია“, - განაცხადა ლილუასვილმა.
ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე, აპირებს თუ არა პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას, ლილუაშვილმა ასე უპასუხა : „მე არ ვაპირებ, არანაირი სურვილი ამის არ მაქვს. შემოთავაზებას აქვს ორი სავარაუდო პასუხი: ეს არის „კი“ და ეს არის „არა“, მე ამ შემთხვევაში გამოვიყენებ „არას“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.