აქციაზეც ვიქნებით, იმიტომ, რომ ეს გახლავთ ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა და კარვების გაშლა არ არის ის გამოხატვის ფორმა, რაზეც ჩვენ ვგიჟდებით - ნათია მეზვრიშვილი

ნათია მეზვრიშვილი

"ლელოს" ოფისში გამართულ შეხვედრას კიდევ ერთი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია დღეს არ ესწრებოდა - გახარიას პარტიაში ცალკე გაკეთდა განცხადება დღევანდელ პროტესტთან დაკავშირებით. ყოფილი პრემიერის პარტიაში თქვეს, რომ საპროტესტო აქციაში, რომელიც დღეს 19:00 საათზეა დაანონსებული, მონაწილეობას მიიღებენ.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საპროტესტო აქციაზე კარვების გაშლას არ ემხრობა.

"აქციაზეც ვიქნებით იმიტომ, რომ ეს გახლავთ ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა და ის, რაც ჩვენს ამომრჩეველს სურს, ბუნებრივია ჩვენ ამ სურვილებს ვასრულებთ. კარვები არის ერთ-ერთი გამოხატვის ფორმა, ვიღაცას მოსწონს ეს გამოხატვის ფორმა, ვიღაცას არა, მე არ ვაკნინებ იმ ადამიანებს, ვისაც ეს გამოხატვის ფორმა მოსწონთ. მე უბრალოდ ვიცი ჩვენი ამომრჩეველი და ვიცი რა გამოხატვის ფორმები მოგვწონს ჩვენ და არ მოგვწონს, და ეს არ არის ის გამოხატვის ფორმა, რაზეც ჩვენ ვგიჟდებით", - აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.