პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ვითარება დაიძაბა

აქცია

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის პერიოდულად ვითარება იძაბება.

აქციის მონაწილეები პოლიციელების მიმართულებით სხვადასხვა საგნებს ისვრიან, რის საპასუხოდაც სამართალდამცველები სპეციალურ საშუალებებს იყენებენ.

პარლამენტთან მომიტინგეები გააფრთხილეს, რომ ტერიტორია დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კანონით გათვალისწინებულ საშუალებებს გამოიყენებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „აქცია გასცდა კანონის ნორმებს, აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის საგნებს, პოლიციამ გამოიყენა სპეციალური საშუალება“.

შსს მოუწოდებს აქციის თითოეულ მონაწილეს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს.