„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მორიგ განცხადებას ავრცელებს და აქციის მონაწილეებს მოუწოდებს არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს.
უწყების ცნობით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ვითარების განმუხტვის მიზნით, პოლიციამ მიმართა კანონით დადგენილ ღონისძიებებს და გამოიყენა სპეციალური საშუალება.
„სამართალდამცველთა მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებებისა, აქციის წევრები ფიზიკურად უპირისპირდებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ სამართალდამცველებს. ასევე, მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის საგნებს, რის შედეგადაც დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმა თანამშრომელმა. აქედან ორი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
ვითარების განმუხტვის მიზნით, პოლიციამ მიმართა კანონით დადგენილ ღონისძიებებს და გამოიყენა სპეციალური საშუალება.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში იმოქმედებს და გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ იძულების ღონისძიებებს, მათ შორის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.