„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
საქართველოს ხელისუფლებამ, რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, მოახერხა ქვეყანაში სიმშვიდის, მშვიდობის შენარჩუნება, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ევროკომისიის კვლევასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია.
ლევან ჟორჟოლიანის თქმით, კვლევის შედეგები რამდენიმე ძირითადი ფაქტორით არის განპირობებული და მათ შორისაა როგორც ეკონომიკური ზრდა, ისე კორუფციასთან ბრძოლის კუთხით გადადგმული ნაბიჯები.
„ხელისუფლებამ მოახერხა უზრუნველეყო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ბოლო წლების განმავლობაში საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 9.3%. ხელისუფლება ასევე აქტიურად მუშაობს, რომ აღნიშნული ეკონომიკური ზრდა იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური, რათა საქართველოს ყველა მოქალაქემ იგრძნოს აღნიშნული საკუთარ თავზე. მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომლებიც გატარდა მმართველობის მხრივ და კორფუციასთან ბრძოლის ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა ბოლო წლების განმავლობაში“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.