„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
ქობულეთში, ერთ-ერთ კლინიკაში პაციენტმა და მისმა მეგობარმა სამედიცინო პერსონალს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიციამ ორივე პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი კლინიკაში ხელის არეში არსებული მსუბუქი დაზიანებით მივიდა, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. კლინიკიდან გასვლის შემდეგ, პაციენტი უკან დაბრუნდა და პერსონალს ფიზიკურად გაუსწორდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.