1734778532
ამ ბანერზე 1,8%-ს ვხედავთ, რომელიც რეალურად 2,5%-ია. ეს არის 50 ათასამდე ამომრჩევლის ხმა, რომლის თურმე მოპარვაშიც გვადანაშაულებდა ISFED-ი და დაზუსტებულად უკვე გაცხადებულია, რომ იტყუებოდა - ნინო წილოსანი აშშ-ის საელჩოს ბანერზე
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინოს წილოსანი აშშ-ის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ბანერს აფასებს, რომელიც 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ISFED-ის მონაცემებს ეხება.
„ამ ბანერზე 1,8%-ს ვხედავთ, რომელიც რეალურად 2,5%-ია, მაგრამ ამაშიც არ არის საქმე. ეს არის 50 ათასამდე ამომრჩევლის ხმა, რომლის თურმე მოპარვაშიც გვადანაშაულებდა ISFED-ი და დაზუსტებულად უკვე გაცხადებულია, რომ იტყუებოდა. ამიტომ ISFED-ისა და ამ ტყუილის გამართლება, ვერ ვხვდები, რა პოლიტიკასა და მიზნობრიობაში უნდა ჯდებოდეს, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში“, - განაცხადა ნინო წილოსანმა,