1728591125
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შვილი ცნობილი მოდელი და ინფლუენსერია - ნახეთ ულამაზესი ლიკუნა ხაჭაპურიძის ფოტოები
ქართველი მოდელი ლიკუნა ხაჭაპურიძე სამოდელო კარიერაში მისმა მეგობარმა და სტილისტმა არტურ ავაკოვმა აღმოაჩინა. დღეისათვის ის ერთ-ერთი წარმატებული მოდელია.
ბევრმა არ იცის, რომ ლიკუნას მამა შალვა ხაჭაპურიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატია.
შალვა ხაჭაპურიძე არაერთი გახმაურებული საქმის ადვოკატი იყო. იგი ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილთან დაახლოებული პირი იყო.
ლიკუნას დედა დიანა ხოფერიაა, მასზე ბევრი დეტალი არაა ცნობილი, თუმცა მოდელი ხშირად დებს დედია ფოტოებს ,,ინსტაგრამის“ სთორებში.
მოდელს მშობლებზე მასმედიასთან არასდროს უსაუბრია, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ძალიან ტრადიციული და მკაცრი ოჯახი აქვს და ცდილობს ყველაფერი გაითვალისწინოს, მაგრამ ბოლომდრ არ გამოსდის.
შალვა ხაჭაპურიძე
მოდელმა რამდენიმე წლის წინ ოჯახი შექმნა. მისი რჩეული სანდრო ჭანტურიაა. იგი პროფესიით მარკეტოლოგია.
წყვილი ერთი პერიოდი გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად თუმცა მალევე დაბრუნდა საქართველოში. მიზეზი სანდროს მამის მოულოდნელი გარდაცვალება გახდა.
ლიკუნა აქტიურად თანამშრომლობს როგორც ქართულ ასევე უცხოურ ბრენდებთან.
მისი კოლაბორაცია ითვლის ისეთ ბრენდებს როგორებიცაა: კარლ ლაგერფელდი, ივ სან ლორანი, შანელი და სხვ.