ნახეთ ქუჩები, სადაც შუქი გაითიშება - „თელასი“ აბონენტებს აფრთხილებს
1730742768
,,ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რაც ვრცელდება და რასაც სოციალურ ქსელში ვხედავ", - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
,,ამაზე დიდი საზიზღრობა არ არსებობს. ჩემთვის ეს არის ის, რისთვისაც ვებრძვი ივანიშვილს.
ყველაფერი აზრს კარგავს ამის შემდეგ.
ნამდვილად, სიტყვებიც არ მყოფნის", - წერს ხატია დეკანოიძე.
ცნობისთვის, ხატია დეკანოიძე ამ პოსტით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს ეხმიანება.
ჩანაწერში ისმის, სავარაუდოდ, ნიკა მელიას ხმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს რამდენჯერმე უცენზურო სიტყვით მოიხსენიებს.
ჩანაწერის ავთენტიკურობა ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა თავად გავრცელების ფაქტმა, ნიკა მელიას თანამოაზრეების შეშფოთება გამოიწვია.