რისი გაკეთება არ შეიძლება დიდ შაბათს
1745006402
2019 წლის 20 ივნისის ღამეს პარლამენტში გიორგი გახარიასთან ერთად იმყოფებოდნენ მაშინდელი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და გერმანიის ელჩი. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გახარიას აღიარებინეს, რომ მასთან ერთად იმყოფებოდა ლომჯარია.
პარლამენტში ყოფნას ადასტურებს ბურჯანაძეც.
„რა თქმა უნდა ვიყავით [პარლამენტში]. ჩვენს საქმეს ვაკეთებდით და ეს ანგარიშებში ასახულია. იქ ელჩი არავინ მინახავს. შევხვდი მხოლოდ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, რომ მათთვის გვეთქვა რა პრობლემები იყო. ამისთვის გვქონდა კომუნიკაცია მათთან“, - აღნიშნა ბურჯანაძემ „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში.
რა ნიშნით იმყოფებოდნენ საკანონმდებლო ორგანოში, კითხვას ლომჯარია და გერმანიის ელჩი ამ დრომდე არ პასუხობენ.