VIDEO: მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა - მიზეზი ელ-ნინიოა

მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მშრალ ადგილად ცნობილ ატაკამის უდაბნოში მილიონობით ყვავილი აყვავდა. უჩვეულო მოვლენა რეგიონში მოსულმა რეკორდულმა ნალექმა გამოიწვია, რასაც მეცნიერები წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში განვითარებულ ელ-ნინიოს უკავშირებენ.

ზოგიერთ ტერიტორიაზე ნალექის რაოდენობამ 180 მილიმეტრს მიაღწია, რის შემდეგაც მიწაში წლების განმავლობაში შენახულმა თესლებმა გაღვივება დაიწყო.

ატაკამაში დაახლოებით 1 900 სახეობის მცენარე გვხვდება და მათი დიდი ნაწილი მხოლოდ ამ რეგიონში იზრდება. ზოგიერთი მცენარის თესლს კი წვიმის მოლოდინში ნიადაგში 10 წლამდე შეუძლია შენარჩუნება.

ასეთი მასშტაბის ყვავილობა ატაკამაში იშვიათია და, როგორც წესი, 3-10 წელიწადში ერთხელ ფიქსირდება. სპეციალისტებისთვის განსაკუთრებით უჩვეულოა ის ფაქტი, რომ უდაბნო ზედიზედ მეორე წელია ყვავილობს.

 

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by BBC Weather (@bbcweather)

✕