1790959222
კიბოს შემთხვევების 12% ინფექციებთანაა დაკავშირებული - კვლევა
ჟურნალ The Lancet Oncology-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, 2024 წელს მსოფლიოში დიაგნოსტირებული კიბოს დაახლოებით 12% - 2.3 მილიონი შემთხვევა ინფექციებთან იყო დაკავშირებული.
მკვლევრების ინფორმაციით, შემთხვევების უმრავლესობა ხუთ ძირითად პათოგენს უკავშირდება. მათ შორის პირველ ადგილზეა Helicobacter pylori, რომელიც კიბოს დაახლოებით 4%-ს, ანუ 760 ათას შემთხვევას, უკავშირდება. ასევე მნიშვნელოვანი წილი მოდის ადამიანის პაპილომავირუსზე (HPV), B ჰეპატიტის ვირუსზე (HBV), ეპშტეინ-ბარის ვირუსსა (EBV) და C ჰეპატიტის ვირუსზე (HCV).
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ინფექციების დროული გამოვლენა, ვაქცინაცია და შესაბამისი მკურნალობა კიბოს შემთხვევების მნიშვნელოვანი ნაწილის პრევენციას შეიძლება დაეხმაროს.
ინფექციებთან დაკავშირებული კიბოს შემთხვევების დაახლოებით სამი მეოთხედი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში დაფიქსირდა. განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი აღმოსავლეთ აზიაშია, სადაც მთავარ გამომწვევ ფაქტორებად H. pylori და B ჰეპატიტი სახელდება.











