„არ გვაქვს კარგი ურთიერთობა, თუმცა მან გამაკვირვა“ - უაითი დვალიშვილის შესახებ
1737291854
რამდენიმე დღის წინ, Dailymail-ი წერდა, რომ „პუტინი უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელს და FSB-ის ყოფილ უფროსს ნიკოლაი პატრუშევს საომარი მოქმედებების ხელმძღვანელად წარადგენს, რათა კონტროლი აიღოს შეჭრაზე, სანამ ის დანის ქვეშ იმყოფება“.
ამ ფაქტს, სოციალურ ქსელში ლელა კაკულია ეხმაურება:
„ამ ყველაფერში საინტერესო ისაა, რომ გენერალი ნიკოლაი პატრუშევი პეტერბურგელია. თუ რატომ გვეჩვენა ეს მომენტი საინტერესოდ, ამას ქალბატონ ლელა კაკულიას ადრინდელი წინასწარმეტყველებებით შეგახსენებთ. მერე კი მოვლენების განვითარებას ერთად დავაკვირდეთ.
2006 წელი, 22 მარტი
რუსეთში პრეზიდენტად მოდის მაღალი, რუხი გენერალი.
2008 წელი, 13 ივლისი
პუტინის „მეფობა“ მის ახლო გარემოცვასაც აღარ სურს, იმიტომ, რომ ექსპრეზიდენტმა მათ უღალატა და მისი ძალაუფლების გამყარების შემთხვევაში, ისინი განადგურდებიან.
მოკლედ, დიდი ინტრიგების პერიოდები ელით რუსებს. ყველაფერს სათავეში ჩაუდგება რუხი გენერალი, რომელსაც ძალიან გამჭოლი ხმა აქვს. იგი გამოცდილი კადრია, არაფერი ეშლება. ძლიერი გუნდი იკვრება მის ირგვლივ და იწყებენ ბრძოლას. მათ პუტინის მოშორება აქვთ ჩაფიქრებული და დაიწყებენ ამ ჩანაფიქრის განხორციელებას. მოდის ძალა, რომელიც პუტინს უნდა ჩაენაცვლოს და ჩაენაცვლება კიდეც. აი აქ, ამ გენერლის მეშვეობით მოიქნევს „მედვედი“ ცხოვრებაში პირველად თათს.