1746733863
ზელენსკი უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ადგილად ბელარუსის დედაქალაქს არ განიხილავს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვალიმერ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა.
ზელენსკი უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ადგილად ბელარუსს არ განიხილავს.
უკრაინის პრეზიდენტმა ბელარუს ხალხს მიმართა და აღნიშნა, რომ სწორედ ბელარუსი იყო ის ადგილი, საიდანაც, რამდენიმე დღის წინ, კიევს საჰაერო გზით დაესხა რუსეთი თავს.
„აგრესიული ქმედებები თქვენი ტერიტორიიდან რომ არ განხორციელებულიყო, ჩვენ შევძლებდით მინსკში საუბარს. როდესაც თქვენ ნეიტრალურები იყავით, ჩვენ ვსაუბრობდით მინსკში, არაერთხელ გამართულა თქვენს ქალაქში შეხვედრა. ახლა, თქვენ ჯერ კიდევ არ გაგიკეთებიათ თქვენი მთავარი არჩევანი. ეს არჩევანი მხოლოდ თქვენი, ბელარუსი ხალხის გასაკეთებელია და არა რუსეთის, უკრაინის ან - ამერიკის.
ზუსტად ამიტომ, ახლა ჩვენ მინსკზე საუბარი არ გვაქვს. შეხვედრისა და მოლაპარაკებებისთვის, ადგილი შეიძლება იყოს სხვა ქალაქი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა მშვიდობა, მოლაპარაკება, ომის დასრულება... ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბოლი, ბაქო - ესაა ყველაფერი ის, რაც ჩვენ შევთავაზეთ რუსულ მხარეს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.