ცნობილია, UFC-ის სკანდალურ საქმეზე დაკავებულების ვინაობა - რა წერია FBI-ის ფაილებში
1781898735
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ქალაქები: კიევი, ჩერნიგოვი, მარიუპოლი და ხარკოვი უკრაინული ჯარების კონტროლის ქვეშაა.
ამის შესახებ შს მინისტრმა ვადიმ დენისენკომ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"მტერი ცდილობდა ჩვენს ქალაქებში შეღწევას, თუმცა კიევი, ჩერნიგოვი, მარიუპოლი და ხარკოვი მთლიანად უკრაინული კონტროლის ქვეშაა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ესვრის, ყველა ჩვენმა ქალაქმა გაუძლო" - აცხადებს უკრაინის შს მინისტრი ვადიმ დენისენკო.