გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი აცხადებს, რომ მისი არასრულწლოვანი ვაჟები უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობენ. თავის Telegram-ის არხზე მან ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ისვრიან მისი შვილები ომში.
აღსანიშნავია, რომ 3 ოქტომბერს კადიროვმა გამოაცხადა თავისი ვაჟების უკრაინის წინააღმდეგ ომში გაგზავნის შესახებ.
ჩეჩნეთის ხელმძღვანელის თქმით, მისი შვილები კონტაქტის ხაზზე იმყოფებიან, სადაც ახლა სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ის ამტკიცებს, რომ ბავშვები „უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს მიუახლოვდნენ“. ვაჟები თხრილში იმყოფებიან, სავარაუდოდ, მათ თან ახლავს ახმატის პოლკის მეთაური ზამიდ ჩალაევი. ვიდეოში ისინი ისვრიან.
აღსანიშნავია რუსეთის მიერ რატიფიცირებული გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია: ის კრძალავს 15 წლამდე ბავშვების მონაწილეობას საომარ მოქმედებებში, ეს ითვლება სამხედრო დანაშაულად.