"მსოფლიოს ნომერ პირველმა პატრიოტმა რესპუბლიკა ნანგრევებიდან ააშენა" - კადიროვი პუტინს იუბილეს ულოცავს

კადიროვი

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს 70 წლის იუბილე ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა მიულოცა. ინფორმაციას lenta.ru ავრცელებს.

„მსოფლიოს ნომერ პირველ პატრიოტს, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინს 70 წელი შეუსრულდა. ამ თარიღს განსაკუთრებული სითბოთი და ემოციებით ვხვდებით. 

ჩეჩენი ხალხის ისტორიაში ვლადიმერ პუტინმა საკვანძო როლი შეასრულა. ყველაზე რთულ პერიოდში მან მხარი ჩვენს პრეზიდენტს აჰმად კადიროვს მხარი დაუჭირა, გადაარჩინა რესპუბლიკა, ნანგრევებიდან კვლავ ააშენა, მთელი რუსეთი კი საერთაშორისო ტერორიზმისა და ბანდიტიზმისგან ტოტალურ ძალადობას გადაარჩინა.

პუტინმა რუსეთის საერთაშორისო პოზიცია შეცვალა და დღეს მისი პოზიციას ყველა ითვალისწინებს, ამას ვერც კოლექტიური დასავლეთი, ვერც ევროპა და ვერც უკრაინა ეჭვქვეშ ვერ დააყენებს“, - წერს კადიროვი „ტელეგრამზე“.