დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულება უკრაინის ტერიტორიებზე „საომარი მდგომარეობის“ გამოცხადების შესახებ, სასოწარკვეთილი ტაქტიკაა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ვედანტ პატელმა განაცხადა.
„გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ რუსეთი სასოწარკვეთილ ტაქტიკას მიმართავს ამ ოლქებში კონტროლის მოპოვების მიზნით. სიმართლე ისაა, რომ რუსეთი ამ რეგიონებში არ სჭირდებათ და უკრაინაში ხალხი უარყოფს რუსეთის უკანონო შეჭრასა და უკრაინის ტერიტორიის ძალით დაპყრობას”, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მისივე მტკიცებით, რაც არ უნდა თქვას ან გააკეთოს კრემლმა, როგორც არ უნდა ცდილობდეს რამის ამოქმედებას ქაღალდის, დადგენილების თუ სხვა რამის საშუალებით, ყირიმი, დონეცკი, ხერსონი, ლუგანსკი და ზაპოროჟიე უკრაინის სუვერენული ტერიტორიაა.
„მათ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ. მათ არ აქვთ იურისდიქცია ამ ტერიტორიებზე. ეს არის უკრაინის მიწა და რუსეთმა, თავისი უკანონო ქმედებებით, უხეშად დაარღვია უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე დაარღვია გაერო-ს წესდება, - განაცხადა მან.
გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოთხ რეგიონში - ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა