კიევში აფეთქების ხმა ისმის - უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური სარაკეტო იერიში მიმდინარეობს

აფეთქება კიევში

უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური სარაკეტო იერიშები ხორციელდება, კიევში აფეთქებების ხმა ისმის, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, საჰაერო თავდაცვამ კიევის თავზე რამდენიმე რუსული რაკეტა ჩამოაგდო.

კიევის მცხოვრებლებს სხვადასხვა რაიონებში აფეთქებების ხმა ესმით. თვითმხილველები საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობის შესახებ იუწყებიან.

უკრაინული მედიის ცნობით, ჰაერიდან სარაკეტო იერიშები ხორციელდება ვინიცის ოლქის წინააღმდეგ, იბომბება ჩერნიგოვის ოლქიც, სადაც უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს. ჩერნიგოვში საჰაერო იერიშის დროს ირანული კამიკაძე უპილოტო თვითმფრინავი აფეთქდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ივანო-ფრანკოვსკის რაიონში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტზე დარტყმა განხორციელდა.