„მორჩა, ხუმრობები დამთავრდა... ჩვენ არავინ მოგვისმინა, უკრაინასთან ომი დაიწყო - თეონა კონტრიძე

თეონა კონტრიძე

„ჩვენ არავინ მოგვისმენდა, ნუ, არც უკითხავთ. დილის 7 საათიდან ვგოდებ“, -  ამის შესახებ რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერალ თეონა კონტრიძე აცხადებს.

„მორჩა, ხუმრობები დამთავრდა... უკრაინასთან ომი დაიწყო. ჩვენ არავინ მოგვისმენდა, ნუ, არც უკითხავთ. დილის 7 საათიდან ვტირი. ჩემი გონება პარალიზებულია. ვშიშობ და ვნერვიულობ ჩემს უსაყვარლეს მეგობრებზე,  კიეველებზე, ოდესელებზე, ლვოველებზე, ხარკოველებზე, ივანო-ფრანკოვსკელებზე, ჩერნოვცელებზე, ზაპაროჟიელებზე, პლტაველებზე..

მე ისინი ძალიან ბევრი მყავს და მე მათ ვაღმერთებ და ვერანაირი ძალა ვერ მაიძულებს ისინი მტრებად აღვიქვა. თქვენ ხართ ჩემი მეგობრები - იყავით, ხართ და იქნებით! არ მაქვს ძალა ვთქვა ქართული სადღეგრძელო. ისევ შევბრუნდები ნიკოლაი სასწაულმოქმედის ხატისკენ და შევთხოვ, რომ შეწყდეს ძმათამკვლელი ომი. ვიჯდები მოსკოვის ავტობუსის გაჩერებაზე და დაველოდები, როდის დასრულდება ეს საშინელება!“, - წერს კონტრიძე Instagram-ზე.