თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
1775076071
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოების გუდის მაღალჩინოსნები უკვე მივიდნენ თეთრ სახლში.
როგორც მედია წერს, შეხვედრაზე მივიდა პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯეიქ სალივანი, ხაზინის მდივანი ჯანეტ იელენი, დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.
„სიენენის“ ინფორმაციით, რამდენიმე საათში პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.